გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
დღეს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, რომელიც 1950 წელს შეიქმნა გენერალური ასამბლეის 1949 წლის 3 დეკემბრის №319 A (IV) რეზოლუციით, მსოფლიოს მთავარი ჰუმანიტარული ორგანოა, ისევე, როგორც კონვენცია (და ოქმიც) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჰუმანიტარულ დოკუმენტებს შორის. თავდაპირველად მანდატი 3 წლით გაიცა, მაგრამ მას შემდეგ რეგულარულად უგრძელდება ვადა. უმაღლესი კომისრის შტაბ-ბინა ჟენევაში მდებარეობს და იგი ასზე მეტ სახელმწიფოშია წარმოდგენილი. უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვას უზრუნველყოფს და მოიძიებს გრძელვადიან გადაწყვეტილებებს ლტოლვილთა პრობლემების მოსაგვარებლად. ამ მიზნით ის მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეყნების მთავრობებთან, დახმარებას უწევს მათ ლტოლვილთა ნებაყოფლობითი რეპატრიაციის საქმეში ან მათ ინტეგრაციაში მასპინძელ საზოგადოებაში (მუხლი 1, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წესდება). თუ გავითვალისწინებთ მანდატის მგრძნობიარე ბუნებას, უმაღლესი კომისარი აპოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ჟამს ჰუმანიტარულ და სოციალურ მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედებს. დღეს უმაღლესი კომისარი რუუდ ლუბერსია.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»